ხანძარი იყო ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. არსებული ინფორმაციით, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილიბრივ. ადგილობრივების განცხადებით, იყო სხვა ბინებზეც ცეცხლის გავრცელების საშიშროება. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
,,ცეცხლი დაახლოებით, დილის 5 საათზე გაჩნდა, ოჯახის წევრებს ეძინათ, დროულად მოახერხეს გარეთ გამოსვლა. ცეცხლის ქრობის დროს ბინების უმრავლესობაში წყალი ჩავიდა.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხანძარი,“_ განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
[sexy_author_bio]