იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს – 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში.
„როდესაც ჩვენ ინფიცირებულთა დღევანდელ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ვიცით პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან, 3-4-5-ჯერადი ზრდა არის მანამდე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ჩვენთვის მანამდე არსებული მაქსიმუმი იყო 6 ათასი, ასე რომ, სავარაუდოდ, საქართველოში შეიძლება გაცილებით მეტი დღიური შემთხვევაც დაფიქსირდეს – 18-20-25 ათასი ინფიცირება ერთ დღეში. ეს მატება შესაძლებელია იანვრის ბოლომდე გაგრძელდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.