“გაეთრიეთ ჩვენი მიწიდან!” _ ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ოკუპანტებს, რომლებიც უკრაინის ქალაქებს უკვე მეცხრე დღეა, ბომბავენ.
„რუს პოლიტიკოსებს მხედველობა ოდნავ მაინც რომ ჰქონდეთ შენარჩუნებული, დაინახავდნენ, რას ნიშნავს ჩვენთვის უკრაინა და თავისუფლება. ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ გაუთიშავდნენ უკრაინელებს ტელევიზიას, კავშირებს, წაართმევდნენ საკვებს. გამოურთავდნენ ტელეფონებს, ელექტროენერგიას, სითბოს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უკრაინელებს სულიერად გატეხავდა. თუმცა, მსგავსი რაღაცები ჩვენ უფრო დიდ მოტივაციას გვმატებს და გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გითხრათ _ გაეთრიეთ ჩვენი მიწიდან!
სრულ სიბნელეშიც კი ვხედავთ სიმართლეს და ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენს თვალებში არ დაბნელდება, რადგან ჩვენ სინათლის მებრძოლები ვართ და დღეს დედამიწაზე ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ეს არარეალურია”, _ ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.