ოზურგეთში უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა.
აქცია N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ჩატარდა იაშვილის რეგიონული სისხლის ბანკის ორგანიზებით. აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა (ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კრედო ბანკი) და რიგითმა მოქალაქეებმა.
N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომიძის თქმით, მას დაუკავშირდა მ. იაშვილის სახელობის რეგიონული სისხლის ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც შესთავაზა ოზურგეთში ჩატარებულიყო სისხლის დონაციის აქცია უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად.
ავტორი: გიორგი გირკელიძე