BBC-ის ინფორმაციით, სამმა ევროპელმა ლიდერმა გარისკა და უკრაინაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად მატარებლით ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს საღამოს, როდესაც კიევში კომენდანტის საათი დაიწყო, პოლონეთის, სლოვენიის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის ლიდერმა უკრაინელებს უთხრა, რომ ისინი “მარტოები არ იყვნენ”.
ინფორმაციისთვის, ისინი არიან პირველი დასავლელი ლიდერები, რომლებიც ეწვივნენ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ.
“ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი მამაცი ბრძოლით. ჩვენ ვიცით, რომ თქვენც იბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის. თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენი ქვეყნები თქვენს გვერდით დგანან”,_ დაწერა ტვიტერში პეტრ ფიალამ.
„თქვენი ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერის მძლავრი გამოხატულებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ ჯგუფთან საუბრისას.
ოთხშაბათს, პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავიეცკიმ ტვიტერში დაწერა, რომ უკრაინა ახსენებს ევროპას, რა არის გამბედაობა.
“დადგა დრო, რომ “დუნე და გაფუჭებული” ევროპა ხელახლა გამოფხიზლდეს, “გაარღვიოს გულგრილობის კედელი და უკრაინას იმედი მისცეს”, – თქვა მან.
როგორც ცნობილია, ლიდერებმა უკრაინა ოთხშაბათს დილით დატოვეს.
[starbox]