ენმ-ს, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადაღებეს. მომხდარში მჟავანაძე ალტ-ინფოს ადანაშაულებს.
“ასე გამოიყურება ხელისუფლების მიერ წახალისებული რუსული ძალის წუხანდელი ნამუშევარი ოზურგეთში. უკვე კომენტარიც ზედმეტია, როგორც ჩანს ჩვენს ოფისთან მოსვლა ვერ გაბედეს, სამაგიეროდ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადაღებეს.
ამათ უტვინობას საზღვარი რომ არ აქვს ეს გავიგე მაგრამ საინტერესოა ხელისუფლება ასე ღიად რატომ ახალისებს ამ ბნელებს? ალბათ კიდევ სჯერათ რომ ომის ბედი რუსეთის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილია და მათაც არავინ მოჰკითხავს არაფერს”,_ წერს მჟავანაძე.