რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი უარყოფს დეპუტატ ალქესანდრე პრონიუშკინის განცხადებას, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი მოკვდა.
მისი თქმით, ჟირინოვსკი მძიმე მდგომარეობაშია და მას გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც წუხს ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობაზე. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა” – დაწერა ვოლოდინიმ ტელეგრამ არხზე.
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის და დუმის დეპუტატის, ვლადიმერ ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დღეს, 25 მარტს, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ გამოცემაზე RIA.RU გავრცელდა.
ასევე რუსეთის პროპაგანდისტულმა არხებმა, მათ შორის პუტინის მიერ უცხო ქვეყნის აგენტებად მონიშნულმა მედიებმა, ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ ცნობა სენატორ პრონიუშკინზე დაყრდნობით გაავრცელეს და რამდენიმე წუთში უარყვეს.