დღეს სამტრედიაში იოანე და თემურ ვაშაკიძეების მემორიალი გაიხსნა ინტელექტუალურ თამაშებში ,, რა ? სად ? როდის?”, ,,ბრეინ- რინგი” და ,,ჯეპარდი”.
ტურნირი არის ტრადიციული და მეექვსე წელია, იგი სამტრედიაში ტარდება და ტრაგიკულად დაღუპული ძმების, იოანე და თემურ ვაშაკიძეების ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინტელექტუალურ თამაშებში და საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდათ. ,, გურია ნიუსთან” კომენტარში სამტრედიის ინტელექტ კლუბის პრეზიდენტმა გიორგი ჩაჩუამ ისაუბრა ტურნირის მნიშვნელობაზე:
,, წლევანდელი ტურნირი ძალიან წარმომადგენლობითია, მონაწილეობენ მაღალი დონის მოაზროვნეები, სუპერ ლიგის გუნდები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ინტელექტუალები.
ტურნირი ორი დღე გაგრძელდება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები”.