21 წლის ჯარისკაცმა , ჯ.ა-მ თავი მოიკლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი ავრცელებს. როგორც ანზორ სვიანაძე წერს, ტრაგედია ერთ-ერთ საგუშაგოზე მოხდა.
“ხსოვნა იყოს, ძმაო, შენი ! სამწუხაროდ, თავი გაიმეტე და ის ტყვია დაიხალე, რომელიც შენ არ გეკუთვნოდა…..რატომ გაიმეტე თავი, ვერ ვხდები ?!!! 1 წელი ვიმსახურეთ ერთად ჯარში და ახლა გავიგე, რომ ამ ცხოვრებისთვის ვერ გაგიძლია. უფალმა აცხონოს შენი სული, ჯონი…მართლა მეწყინა…ასე რატო გაიმეტე თავი ?! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი”,- წერს სვიანაძე.
“გურია ნიუსი” დამატებით დეტალებს თავდაცვის სამინისტროში არკვევს.