მეორე დღეა, მარტვილში სკოლის მოსწავლეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 13 წლის გოგონა სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება. ოჯახს არანაირი ვერსია არა აქვთ, სად შეიძლება წასულიყო მეშვიდე კლასის მოსწავლე გოგონა.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” მარტვილის რესურსცენტრში არკვევს, თუმცა, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
საქმეში ჩართულია პოლიციაც.
ავტორი