https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გინდათ? დაგიჩოქებთ!” _ საკრებულოს სხდომა ყვირილით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

14:43; 6.05.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

29 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი წარმოადგინა და ითხოვა, სხდომა წარმართულიყო კორექტულად, რეგლამენტის დაცვით.

“ნაციონალმა” დეპუტატმა, თათია ნიკოლაშვილმა ითხოვა, მიეცათ მისთვის კითხვის დასმის საშუალება, თუმცა, მას კვლავ რეგლამენტი შეახსენეს.

რაკი უარი მიიღო, ნიკოლაშვილმა ტრიბუნას მიაშურა:

_ თქვენ ადგილიდან ისევ ვერაფერს გაგაგონებთ, აქედან გეტყვით, _ თქვა მან და კათედრასთან დადგა.

ნიკოლაშვილმა გააპროტესტა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან საჯარო მოხელეების დათხოვნა, რაც მისივე თქმით, რეორგანიზაცია კი არა, არამედ წმენდაა პოლიტიკური ნიშნით.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ, ხელით აღნიშნა წინა რიგებში მსხდომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ნიკოლაშვილისთვის ეპასუხათ.

საპასუხოდ მაშინვე წამოდგა “ქართული ოცნების” წევრი ქეთევან ხომერიკი და ნიკოლაშვილს ცხვირწინ აუფრიალა 2008 წლის ომის ამსახველი ფოტოები _ ის “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდა ომის გაჩაღებაში.

ყვირილი, წივილ-კივილი იმდენად გამძაფრდა, რომ დარბაზში უკვე არაფერი ისმოდა.

ბოლოს, ნიკოლაშვილი მოსცილდა ტრიბუნას და თავისი სკამისკენ გაეშურა. “დორბლი მოიშორე, გოგო”, _ მიაძახა მას “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დეპუტატმა, რასაც უკვე ორივე მხარეს შორის, ფიზიკური დაპირისპირება და სხვადასხვა საგნების სროლა მოჰყვა.

დაპირისპირებული მხარეები _ “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრები, ერთმანეთს დიდხანს ურჩევდნენ საქმეს.

ბოლოს, პოლიცია გამოიძახეს და სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს დღის წესრიგში მრავალი საკითხი იყო, რომელიც ძირითადად, დადგენილებების და განკარგულების მიღებას ეხებოდა, ვნებათაღელვა, ყვირილი და ჩხუბი მაინც “მერიის სამსახურების დებულებებსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ”, საკითხს მოჰყვა.

სხდომაზე შემოსული იყვნენ მერიის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან დასათხოვ სიაში, მათივე განმარტებით, პირადი მოტივაციით, პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.

გადაწყვეტილებას სამართლებრივად და პოლიტიკურად უსამართლო უწოდა დავით მჟავანაძემ:

_ კენჭისყრამდე უნდა ვთქვა, სანამ დებულებას კენჭს უყრით. მერე რად გინდათ შეკითხვა, სულ ხომ არ ვიჩხუბებთ? _ თქვა მჟავანაძემ.

მან ჯერ ფეისბუქსტატუსების ამონაწერი წარმოადგინა, სადაც უკრაინის შესახებ, კერძოდ, ზელენსკის მიმართ, მერიის თანამშრომლის თამარ ვანიძის შეურაცხმყოფელი პოსტები იყო:

_ მთავარი საქმის გამკეთებელი, ამ ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციისა, არის არჩილ ყაზაიშვილი (მისივე განმარტებით, ყაზაიშვილი კვლავ მერის თანაშემწედ არის გაფორმებული. ავტ.), რომელიც ნაჯახით ჩეხავს კანონმდებლობას. რეორგანიზაციის ყველა საქმის შემსრულებელი არის ყაზაიშვილი! მან ბიუჯეტს 20 მილიონი აზარალა, როცა ის ოზურგეთის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა 2017 წელს და ეს წერია აუდიტის დასკვნაში. რეორგანიზაციის სახელით ასრულებთ წმენდას, _ თქვა მჟავანაძემ. მას ყვირილით, ხმაშეწყობილად ჰყვებოდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები.

_ რატომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას? ამდენი ადამიანის სახლში გაშვებას რატომ ბედავთ? თქვენი გგონიათ ეს შენობა?! _ იძახდა მჟავანაძე.

ჩხუბი და ყვირილი კვლავ გაგრძელდა.

_ თუ შეკითხვები გაქვთ, დასვით და არაა საჭირო მონოლოგი და მოხსენება, თუ რაცაა ეს, _ თქვა დავით დარჩიამ.

_ კი, დასვი კითხვა, მაგრამ პასუხი ხომ უნდა გაგცეს ვინმემ?! _ ყვიროდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

შემცირების, მობილობის პროცესის თაობაზე საკუთარი აზრის გამოთქმა ითხოვა გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ალეკო ბურჭულაძემ:

_ ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებთანაც წლობით ვმუშაობდით და ძნელია, ვინმემ ეჭვი შეიტანოს ამ ადამიანების პროფესიონალიზმში. მაინტერესებს, რომელი ერთი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს? _ იკითხა მან.

_ თქვენ ხომ ხართ მაგარი პროფესიონალები! _ თქვა ნარი მუჯირმა.

_ თქვენს სინდისზე იყოს, როგორ დაუჭერთ მხარს რეორგანიზაციას და რეფორმას, ყველა მივიღებთ გადაწყვეტილებას. გამოჩნდება ეს აქ, _ სინდისზე მიანიშნა დავით დარჩიამ და დაამუნათა დეპუტატები.

_ მესამედ მივდივარ ამ სამსახურიდან. რა ვერ გავაკეთე? დათო, შენ ვერასდროს დაიცავი შენი აქტივისტები. დიპლომი არ მაქვს? სპეციალისტი არ ვარ კარგი? 2014 წელსაც გამიშვით, 2017 წელსაც. დაგავიწყდათ, 2012 წელს ერთად რომ ვათენებდით და ვაღამებდით? რატომ მათავისუფლებთ? მითხარით, რით მჯობიხართ? თქვენი ადგილი დავიკავე? თვალში ნაცარს რატომ გვაყრით? საჯარო მოხელეს კანონი იცავსო _ რატომ ვერ მიცავს კანონი? 2014 წელს, სიმსივნით დაავადებული დედა მყავდა სახლში _ რატომ გამიშვით მაშინ?! თქვენ ხომ კარგად ხართ მოწყობილი?! ბატონო დათო, იმაზე უარესი რა პოლიტიკური დანაშაული მაქვს ჩადენილი, რაც თქვენმა შვილმა სოციალურ ქსელში დაწერა? _ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ნარი მუჯირმა.

_ დაბალი დონეა, _ ჩაილაპარაკა დარჩიამ.

როცა პასუხი ვერ მიიღო, ნარი მუჯირმა საკრებულოს წევრებს მიმართა:

_ რა გინდათ?! გინდათ, დაგიჩოქოთ? დაგიჩოქებთ, რა გინდათ?! _ კითხულობდა ის დაჟინებით, თუმცა, “ქართული ოცნების” დეპუტატები დუმდნენ.

შემდეგ სიტყვა ითხოვა იურისტმა კუკა ბარამიძემ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა რეორგანიზაციის შესახებ და ცდილობდა, იურისპრუდენციის ენაზე აეხსნა და დაერწმუნებინა “ქართული ოცნების” წევრები, რომ ეს გათავისუფლება სამართლებრივი აქტების დაცვით არ ხდება:

_ ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არ არის რეორგანიზაცია. ეს არის კანონმდებლობის მორგება საკუთარ შეხედულებაზე, _ თქვა ბარამიძემ და ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ პირადი შეხედულებით ხდება ადამიანების გათავისუფლება და რომ ყველა მერი რეორგანიზაციას საკუთარი სურვილის მიხედვით ატარებს:

_ სამსახური მხოლოდ ხელფასი არ არის, ეს არის სოციალური სტატუსი. ერთხელ და სამუდამოდ, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. კარგი მენეჯერი და კარგი მერი არსებული რესურსით განახორციელებს თავის მოვალეობას, ყველა პროექტს და სამუშაოს, _ თქვა მან და მოიყვანა არაერთი მაგალითი, როგორ იქცევიან მოწინავე ქვეყნებში ასეთ დროს.

საკრებულომ, რა თქმა უნდა, არც კუკა ბარამიძის მიმართვა გაითვალისწინა.

დეპუტატებს მიმართა ირინა ინარიძემ _ მან ისაუბრა კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე. თქვა, რომ რეფორმის მომხრეა, თუმცა, ეს, რაც ახლა ხდება, რეორგანიზაცია არ არის.

 საკრებულოს წევრმა ნანა ღაჟონიამ სიტყვა ითხოვა და შეგონებით დაიწყო საუბარი. მრავალმნიშვნელოვნად იკითხა, რეორგანიზაცია სხვა მერების დროსაც ხომ მოხდაო?

_ ოჯახი არ არსებობს, სადაც კრიზისი არ არის. სადაც არ არის რეორგანიზაცია, იქ განვითარება არ არის! _ კვლავ შეგონება მოიშველია მან.

_ სრული დემაგოგიაა. რაღაცას ნორმალურს ამბობდა, მეგონა, _ თქვეს უკანა რიგებში მდგომმა, გასათავისუფლებელ სიაში შეტანილმა თანამშრომლებმა.

საბოლოოდ, არავინ შეისმინა იმ ადამიანთა თხოვნა, რომლებიც მერიიდან რეორგანიზაციის სახელით გაათავისუფლეს, გარდა “ნაციონალი” და გახარიას პარტიის წევრი დეპუტატებისა.

“რეფორმის სახელით ხდება წმენდა”, _ თქვეს დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ.

საკრებულოს სხდომაზე, ასევე, მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გახორციელების შესახებ დადგენილების პროექტი.

კენჭი უყარეს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.

საკრებულომ დაამტკიცა მერიის, მერიის სამსახურების დებულებებსა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტები.

საკრებულომ, ასევე, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ” განკარგულების მიღებას.

სხდომის დასრულებისთანავე, “გურია ნიუსთან” კომენტარის გაკეთება ითხოვა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ბურჭულაძემ:

“იმ შემთხვევაში, თუ კომპლექსურად შევხედავთ არსებულ სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და დებულების პროექტს, ასევე, არსებულ ინფორმაციას გასაუქმებელი საშტატო ერთეულების ფუნქციურ დატვირთვაზე, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე რეორგანიზაცია არ ემსახურება მერიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, სტრუქტურულ და ფუნქციურ გაჯანსაღებას. ამასთან, აღნიშნული პროცესის დასახელებული საფუძველი, კერძოდ _ სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიზნის მიღწევა, ვერ უძლებს კრიტიკას. სრულიად საპირისპიროდ, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პროცესის უკან სწორედ კონკრეტული პირების მიმართ დევნისა თუ ანგარიშსწორების მიზანი დგას. საკრებულოს სხდომაზე უკვე გავაჟღერე რამდენიმე პიროვნების სახელი და გვარი და მათი გათავისუფლების რეალური მიზეზები. მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ადამიანები, ვისაც ე.წ “რეორგანიზაციის” პროცესი ეხება, არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები და გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით. აქვე დავძენ, რომ მე ვიზიარებ მოსაზრებას მცირე და მოქნილი ადმინისტრაციის შესახებ, თუმცა, ეს უნდა გახორციელდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად, პოლიტიკური მოტივებისგან სრულიად დაცლილად. გარდა ამისა, პასუხისმგებელ პირებს მართებთ იმ ფაქტის გააზრება, რომ ყოველი თანამშრომლის უკან დგას მისი ოჯახი. ამის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ქალბატონის ემოციური, მეტიც, სასოწარკვეთილი გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დეპუტატებს სრულიად საჯაროდ გვთხოვდა, მხარი არ დაგვეჭირა რეორგანიზაციის პროცესისთვის, ვინაიდან მისთვის და მისი შვილებისთვის ეს სავალალო შედეგების მომტანი იქნებოდა. მოხელისთვის საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარდა, მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვის მატარებელია. იმ შემთხვევაში, თუ ვიზიარებთ ამ კონცეფციას, უნდა შევძლოთ იმ შედეგების გათვლა, რაც შეიძლება მოყვეს შტატების შემცირების პროცესს. იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ყველასთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო და არასაზიანო იყოს, აუცილებელია შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ხელაღებით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, განსაკუთრებით, როდესაც ამას პოლიტიკური ელფერი დაჰყვება, ვერც ერთ შემთხვევაში იქნება კანონიერი და სამართლიანი”, _ თქვა ბურჭულაძემ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

დავით დარჩიათათია ნიკოლაშვილილავრენტი ბიგვავა
გაზიარება43Tweet27Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული

11:40; 28 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27 თებერვალი, 2026

“კარდაკარ დადის, ხალხს პოლიციელად ეცნობა” – რა ხდება გრიგოლეთში

ყავა როგორც დღეგრძელობის საშუალება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

კობახიძე: ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული

11:40; 28.02.2026
სამართალი

შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

10:40; 28.02.2026
მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოვარდნას 15 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:35; 28.02.2026
მთავარი

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

10:30; 28.02.2026
საზოგადოება

“დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”- ინფორმაცია მძღოლებისთვის

9:59; 28.02.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით სახიფათოა”- თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია

9:54; 28.02.2026
საზოგადოება

უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

8:18; 28.02.2026
სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო