როლანდ კიკვაძე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული გახდა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დაფინანსებით 2022-2023 წელს სწავლას მიჩიგნის შტატში, ქალაქ მორენცის უმაღლეს სკოლაში, აშშ-ში გააგრძელებს.
FLEX პროგრამის ფარგლებში როლანდი სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩაერთვება, გაეცნობა ამერიკული განათლების სისტემას და გაუზიარებს ქართულ კულტურას მის თანატოლებს. პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებულია როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებლისა და მოგზაურობის ხარჯები;
როლანდ კიკვაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში. 2020 წელს მან სოფელში თანატოლების ინტეგრაციისთვის სივრცე შექმნა, რომელსაც თანატოლებთან ერთად უვლიდა. 2021 წლის ბოლოს იდეამ დაფინანსება მიიღო და სოფელში კეთილმოწყობილი ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა. როლანდი ასევე გახლავთ CENN-ის მწვანე სტიპენდიის მფლობელი და მწვანე ბანაკის კურსდამთავრებული.