ლუგანსკში, რუსი სამხედროების მხრიდან საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 11 და 14 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ლუგანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმთ, ორკებმა “გრადებიდან” ესროლეს საცხოვრებელ კორპუსებს
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდნენ 12 და 8 წლის ბავშვები, ასევე 69 წლის ქალი. როგორც მედია წერს, ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
“ლანჩის შემდეგ გრადოვიდან გაისროლეს პრივოლიეს საცხოვრებელი სექტორზე. ჭურვები სახლებს მოხვდა. დაბომბვის შემდეგ ლუგანსკ-1-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაიძრა ქალაქში შესაძლო მსხვერპლის მოსაძებნად. ეზოს ერთ-ერთ ქუჩაზე კი იპოვეს არასრულწლოვანის ორი ცხედარი. 11 და 14 წლის ბიჭები სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს“, – განაცხადა გაიდაიმ.
მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს და შესაძლოა მსხვერპლიც იყოს.
“რუსული სამყარო“ სიცოცხლეს ართმევს ჩვენს მომავალს – ჩვენს შვილებს. ევაკუაცია მოახდინეთ ! იზრუნეთ ბავშვებზე! რას ელოდებით?” – მოუწოდა გაიდაიმ.