,,რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო არის „სადავო საკითხი“, რაც ართულებს შეთანხმებას ევროკავშირის სანქციების მომდევნო რაუნდზე,“ – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე CNN-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი „მუშაობს ერთიანობისკენ“ ნავთობის ემბარგოს ირგვლივ, მაგრამ ეს გამოწვევაა ზოგიერთი ქვეყნებთან, რომლებსაც არ აქვთ საზღვაო წვდომა: უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ჩეხეთი.
”მე წარმომიდგენია, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კომპრომისი 27 ქვეყანას შორის, ასე რომ ნავთობის ემბარგო უფრო სწრაფად დაწესდება და მათთვის გარკვეული შეფერხებები შეიძლება აღმოიფხვრას ევროპის ბიუჯეტის დახმარებით,” – თქვა მან.
მორავიეცკიმ დასძინა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება არ იყოს ისეთი ხმამაღალი და იყოს ჩუმად, უნგრეთის ლიდერის ვიქტორ ორბანის ზურგს უკან.
ევროკავშირის სანქციების შემდეგი ეტაპის შესახებ კითხვაზე, მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც ყველაზე მეტად დააზარალებს რუსეთს, იქნება რუსული აქტივების კონფისკაცია.
“შემდეგი ეტაპი – ყველაზე კრიტიკული -არის ოლიგარქების ფულის კონფისკაცია, რუსეთის ფედერაციის ქონების კონფისკაცია, რადგან ეს არის ნამდვილი ტკივილი, რომელსაც რუსეთი განიცდის და დამნაშავემ უნდა გადაიხადოს ომის ფასი.
ყველა სანქცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ სანქციები იყოს მტკივნეული აგრესორისთვის, ომის დამნაშავეებისთვის, ჩვენ უნდა ჩამოართვათ რუსეთის ფედერაციას აქტივები”, – თქვა პოლონეთის პრემიერმა.
მორავიეცკიმ დღევანდელ კრიზისს უწოდა “ევროპის გარდამტეხი მომენტი, პოტენციურად მთელი მსოფლიოს ისტორიაშიც კი”, მოუწოდა ქვეყნებს შემდგომ ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებისკენ, რათა ეს: “კოლონიალური, იმპერიული, ნაციონალისტური ძალა სახელად ,,რუსეთმა“ არ მიაღწიოს წარმატებას, თუ ესე არ იქნება, მაშინ ეს აშკარა ნიშანია ზოგიერთი სხვა პოტენციური აგრესორისთვის, რომ მათ შეუძლიათ იგივე გააკეთონ“.