უმძიმეს ავარიას წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი არასრულწოვანი. არაოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ.