რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ჰუმანიტარული დახმარების საწყობი დაიწვა, – ინფორმაციას უკრაინის შსს დაყრდნობით unian ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საწყობში 40-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს.
“ღამით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა არტილერიისგან დაბომბეს ლისიჩანსკის ცენტრი, დააზიანა ქალაქის შენობები და ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის შტაბი, სადაც 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მუდმივად ცხოვრობდა თავშესაფარში. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც აფიქსირებენ დაბომბვის შედეგებს. ამჟამად ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ”.- ნათქვამია შსს განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა ლისიჩანსკი 3 ივნისსაც დაბომბეს. საარტილერიო იერიშების შედეგად, 1 ქალი დაიღუპა. აგრეთვე, დაზიანდა 2 სახლი, ინფრასტრუქტურული ობიექტები და სახანძრო მანქანები.
ავტორი