საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ივნისს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე საჯავახოს სარკინიგზო გადასასვლელთან ავტომოძრაობა დროებით ჩაიკეტება და შემოვლით გზაზე გადაერთვება.
“10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სადგურ საჯავახოში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე, სს „საქართველოს რკინიგზის” მიერ დაგეგმილია სავალი ფენილის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს განხორციელდება დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა
სამუშაოების წარმოების პერიოდში, გზის სავალი ნაწილი დროებითი ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.