მეოცე საუკუნის დასაწყისში გამომავალი Черноморский вестник წერდა:
არც ერთი ხალხი მთელ კავკასიაშიარ მიისწრაფის განათლებისკენ ისე, როგორც გურულები. მათ თითქმის ყოველ სოფელში აქვთ ბევრი დაწყებითი სასწავლებელი და უფასო სახალხო სამკითხველო. სამკითხველოებში მოქმედებს ორკლასიანი სასწავლებელი,რომლებიც მდებარეობს სპეციალურად აშენებულ სკოლებში. სკოლებში არის ბიბლიოთეკები, ყველა გურული აგზავნის თავის შვილს სკოლაში. ზოგჯერ სკოლაში ბავშვებს ღებულობენ კენჭისყრით, რადგან არ ყოფნით ადგილები.გურიაში არსებობს საეკლესიო და, ასევე, სახელმწიფო სკოლები. ზოგიერთ ხალხმრავალ საზოგადოებაში არსებობს გლეხური ბანკები. ქობულეთი ძველ დროში შედიოდა გურიის შემადგენლობაში და მაშინ გურია იკავებდა უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე ახლა. ქობულეთელები ცხოვრების წესით, ენის კილოთი, ზნე-ჩვეულებებით ბევრ რამეში ჰგვანან გურულებს. მაგრამ თურქეთთან მეზობლობის გამო ქობულეთელები ძირითადად მაჰმადიანები არიან.
გურულები არიან სწრაფები ლაპარაკშიც და საქმეშიც, მათ აქვთ ფეთქებადი ხასიათი, მაგრამ არიანკეთილები. ადრე გურიაში იყო ბევრი მამაცი ყაჩაღი. მაშინ თურქები ხშირად გადმოდიოდნენ აჭარის მთებზე და თავს ესხმოდნენ გურულ სოფლებს, ამიტომ გურულები ყოველთვის იყვნენ მზადყოფნაში. გურული ყაჩაღებიც ხშირად ესხმოდნენ თავს თურქებს. ბევრ მაღლობზე დღემდე არის შემორჩენილი გურიის ციხესიმაგრეების ნანგრევები, _ წერს კინოდოკუმენტალისტი ირაკლი მახარაძე.