გაცნობებთ, რომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით 2022 წლის 22 ივნისს გაიმართება.
თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა ასე განისაზღვრა:
2022 წლის 22 ივნისი
12:00 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, შესაბამისად სკოპინგის საჯარო განხილვის ორგანიზატორიც სწორედ ეს უწყებაა.
ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 2 ივნისს და ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 6 ივნისს.
გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/194.
(R)