,,მძიმე დაბომბვა გრძელდება სევეროდონეცკის ალყაში მოსაქცევად ჩრდილოეთით იზუმისა და სამხრეთით პოპასნას გავლით“, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განსალაგებლად.
“დიდი ალბათობით, “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ძალები აღჭურვილია მოძველებული იარაღითა და აღჭურვილობით. ორივე მხრიდან, ფრონტზე სარეზერვო დანაყოფების გენერირებისა და განლაგების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, უფრო კრიტიკული ხდება ომის შედეგისთვის”, – წერს დაზვერვა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულთა საერთო რაოდენობას არ აქვეყნებს, თუმცა თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა აქვეყნებს “მათი ძალებიდან” დაღუპულთა მონაცემებს. 16 ივნისის მდგომარეობით “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” აღიარა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2 128 სამხედრო დაიღუპა, 8 897 კი დაიჭრა.
დაზვერვა ამბობს, რომ ე.წ. რესპუბლიკის მსხვერპლის მაჩვენებელი მისი თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55%-ს უდრის, რაც ხაზს უსვამს რუსული და პრორუსული ძალების დაუძლურებას დონბასში.
ავტორი