უკრაინის რეკონსტრუქცია მოითხოვს კოლოსალურ ინვესტიციებს: მილიარდებს, ახალ ტექნოლოგიებს, საუკეთესო პრაქტიკას, ახალ ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, რეფორმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, ორშაბათს უკრაინა ლუგანოში წარადგენს ეროვნულ შეხედულებას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი.
“24 თებერვლის შემდეგ 10 რეგიონის ტერიტორია დაზარალდა საომარი მოქმედებების შედეგად. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ 1027 ქალაქის და დაბას განთავისუფლება, 2610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მათი უმეტესობა რეკონსტრუქციას საჭიროებს, ასობით მათგანი მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, ისინი რეალურად უნდა აღდგეს ნულიდან. მაგრამ ამის გარდა, უკრაინის სხვა რეგიონების ათობით ქალაქს რაკეტები მოხვდა. განადგურდა ასობით საწარმო. მათ შორის არის ასევე რთული, ძალიან საშიში მრეწველობა – ქიმია, მეტალურგია…”_ განაცხადა ზელენსკიმ.