მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები სასტვენებით და საპროტესტო შეძახილებით ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრების დახვედრას გეგმავენ.
ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ, 11:00 საათზე მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს.