ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია “გურული ვაზი და ღვინო – ტრადიციები და გამოწვევები“ გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით 10 საკონფერენციო თემა წარუდგინეს სტუმრებს.
დარბაზში იმყოფებოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ყველა ყურადღებით უსმენდა გამომსვლელთა საინტერესო, აკადემიურ პრეზენტაციებს: ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებულ ისტორიებს; მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს; შემოქმედელ უხუცესთა მონათხრობს მარანსა და ღვინის ჭურჭელზე; გურულ ტრადიციებს, მითებსა და გადმოცემებს…
ცნობილმა ფერმერმა ანდრო ვაშალომიძემ თავისი სიტყვის გამოსვლის დროს თქვა: “გურული ვაზის მოძიებისა, პოპულარიზაციის, დაცვის, გამრავლებისა და გავრცელების მიმათულებით. ჩვენ თითქმის ოცი წელია დავდივართ სოფელ-სოფელ. კარდა-კარ და ვეძებთ ოჯახებში, ნასახლარებზე, ტყეებში ჯერ კიდევ შემორჩენილ ვაზის ჯიშებს, რათა გადავარჩინოთ ისინი ფიზიკურ განადგურებასა და გადაშენებას. ყველა ახალი ჯიშის პოვნა ჩემთვის დიდი სიხარულია. ასე აღმოვაჩინე რვაწლიანი ძებნის შემდეგ გადაშენების პირას მისული საკმიელა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფელ ტოლების მახლლობლად, ერთ-ერთი გლეხის ოჯახში. შემორჩენილი იყო ერთადერთი ძირი.
სკოლის დირექტორის ნინო სადრაძის თქმით, უკვე მიმდინარეობს ფიქრი იმაზე, რომ სასწავლო-პროცესის დასრულების შემდეგ ყოველწლიური გახდეს ეს კონფერენცია.
ასევე მან ისაუბრა, რომ სოფელში მოხდეს ფოლკლორული ცენტრის დაარსება (შენობა უკვე არის სოფლის ცენტრში).
“ბავშვები შეისწავლიან სიმღერას. ასევე კარგი იქნება მათვის მოხდეს მივიწყებული პროფესიების გაცნობა და დახელოვნება. კარგია, რომ ისწავლონ კოპეების, ჩინჩილაკების, ჩონგურ-ფანდურების და სხვა ნივთების გაკეთება“, – თქვა ნინო სადრაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ დაინტერესდებიან.
ასევე ღონისძიებაზე ითქვა, რომ სოფელში არის 13-ე საუკუნის საწნახელი. ამ საკითხით დაინტერესდა გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის მარინა თოფურიას თქმით, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საკმაოდ ინფორმაცია წარმოადგინეს და ახლა ის რეკომენდაციები, რაც მათ წარმოადგინეს შესრულება უნდა. ამით მან ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.
პირველი სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
ავტორი