გურიაში წლევანდელი ზაფხული გადაუღებელი წვიმებით და სიცივით, მომაბეზრებელი და ამავე დროს მოსავლისთვის საშიშიც შეიქნა.
მეურნეები მოსავლის დაკარგვაზე დარდობენ. სამსახურებში, სახლებში თუ კურორტებზე კი ხალხმა, ამ შუა ზაფხულში, ბუხარს, ელექტროქურას თუ სხვადასხვა ტიპის გამათბობელთს მიაშურა.
დღეს, ოზურგეთის მერიის თანამშრომელი, ნანა მელაშვილი, თან სამუშაო პროცესში იყო ჩართული, შორიახლო კი დენის გამათბობელი იდგა.
_ გავიყინე, ეს რანაირი ზაფხულია? – დაგვასწრო და ღიმილიანი კითხვა აქეთ დაგვისვა, გიკვირთ, გამათბობელი რომ ჩავრთე, ასეთი ზაფხული გახსოვთ?
ავტორი