თავის პატივისცემა ძირითადი თვისებაა ნებისმიერი ადამიანის. რაც მაღალია თვითშეფასება, მით უფრო ჰარმონიულად ვგრძნობთ თავს. მტკიცე რწმენა იმის, რომ “კარგი ვარ” – გვეხმარება, ნებისმიერ ვითარებაში თავდაჯერებული ვიყოთ. შეიძლება ითქვას, თავის პატივისცემა, ოღონდ არა ამპარტავნება – ეს ჩვენი შინაგანი იმუნიტეტია.
თავის რწმენის პროცენტი ბევრად დამოკიდებულია გენებზე, პიროვნების ტიპზე და საფუძველი დაბადებისას ეყრება.
ადამიანი, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლია, შეთავაზებულ თანამდებობაზე დიდხანს უარს ამბობს, დარწმუნებული არ არის, რომ თავს გაართმევს. რთული ამოცანის გადასაწყვეტად გაუთავებლად ემზადება. ამასობაში კი მატარებელი მის გარეშე ჩაივლის.
საიდან დავიწყოთ მდგომარეობის გამოსწორება?
ფსიქოლოგებმა თვითშეფასების ამაღლების 6 პრინციპი შეიმუშავეს. ესენია: 1) თავი მიიღეთ და შეიყვარეთ; 2) თავზე პასუხისმგებლობა აიღეთ; 3) თავი დაიცავით; 4) საკუთარ ქმედებებსა და სურვილებზე თავს ანგარიში ჩააბარეთ; 5) თავთან მართალი იყავით; 6) მიზანსწრაფულად იცხოვრეთ.
ამ პრინციპების დაცვა ადვილი არ არის. ვის აქვს სურვილი ან გამბედაობა, თავისი არასრულყოფილება აღიაროს, თავისი ემოციები მუდამ აკონტროლოს და რაღაცის ჩადენის შედეგების გამო მთელი პასუხისმგებლობა თავზე აიღოს? მაგრამ თუ ყველა პრინციპს შეასრულებთ, თქვენი “თვითღირებულება” უსათუოდ გაიზრდება. პირველ რიგში, თავის პატივისცემა უნდა ისწავლოთ.
თავის პატივისცემას საფუძველი ბავშვობაში ეყრება მშობლების, ახლობლების მეშვეობით და მზა სახით მოზრდილობის ასაკში გვეძლევა. პიროვნება, რომელშიც ის თავიდანვე ჩადებულია, თავს მაღალ შეფასებას აძლევს ძალიან მოკრძალებული სოციალური დამსახურების ფონზეც კი.
ადამიანები, რომლებსაც დედებმა თავის პატივისცემა ბავშვობიდან ასწავლეს ან მაღალი დონის პირად დამსახურებები აქვთ, არც ისე ბევრნი არიან.
ადამიანი, რომელიც თავს პატივს სცემს, სხვებსაც ზუსტად ასე ეპყრობა. აფასებს აზრს, თავისუფლებას, გარშემომყოფთა ცხოვრების ნორმებს და დადგენილ წესებს იცავს.
თავის პატივისცემა ეყრდნობა თავის მიღებას, სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნას. ადამიანი, რომელიც თავს პატივს სცემს, მიდრეკილია, პოზიტიური თვისებები და მოტივები სხვებსაც გადასცეს. მის ლექსიკონში არ არის გამოთქმები: “მიღალატეს”.
ეცადეთ, თანდათან “გამოჯანმრთელდეთ”. ყოველი მცირედი მიღწევისთვის თავი შეაქეთ. წარმატება შესანიშნავი იმპულსია იმისათვის, რომ თავისადმი პატივისცემა გაიზარდოს.
ავტორი