დღეს, ოზურგეთში, ერთ კილოგრამ „გულშიშველას“ 2,50 ლარად იბარებენ. წინა დღეებთან შედარებით, ფასმა 40 თეთრით დაიკლო.
_ ჯერ არსებული ფასი რა იყო და იმასაც რომ 40-50 თეთრით შეამცირებენ. აგვისტოს ბოლოს, კარგა ხანია, თხილი ასე გაჩალებული ფასით არ ჩაბარებულა. ვინაა ჩვენი პატრონი. თხილს წელს ისეც არ ასხია, _ ბრაზობენ თხილის ჩასაბარებლად მოსული გურულები.
„ბერძნულა“ , ერთი კილოგრამი, კვლავ 3 ლარი ღირს. ამ დღეებში მისი ფასი არც დაკლებულა და არც მომატებულა.
ავტორი