ოზურგეთში კოვიდინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 168 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 27, ბინაზე კი 141 მკურნალობს.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 23568 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23304 პაციენტი, გარდაცვლილია 96.