ევროპარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.
“რუსეთის პრეზიდენტმა ომი გააჩაღა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკული და ეკონომიკური ომი წამოიწყო ევროპის წინააღმდეგაც”,_ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პუტინი ამ ომში დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს.