ცოტა ხნის წინ, მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოში.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ბათუმში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში იყო.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.3 (ML) მაგნიტუდა იყო.