როგორც უკვე ვწერდით, მკვლელობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში _ 46 წლის ზ.წ-ს წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა, 1955 წელს დაბადებულმა მ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ზ.წ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. დამნაშავე პოლიციამ რამდენიმე საატში დააკავა.
სხვა მედიასაშუალებებისა და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მკვლელობა მეტადონს უკავშირდებოდა, თუმცა, ოფიციალურად ეს არ დასტურდება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ბოდიშს ვუხდით ზ.წ.-ს ოჯახს დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო. ვწუხვართ და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს.