დღეს დილით ხანძარი იყო ჩოხატაურში. დაიწვა დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლისა და ხილბოსტნის მაღაზიები.
ადგილზე მოვილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც “გურია ნიუსთან” თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ამ დროისთვის ცუდადაა და საავადმყოფოშია მოთავსებული.
“დღის 12 საათი იქნებოდა, ხანძარი რომ გაჩნდა. იქვე იყვნენ, გარეთ მაღაზიასთან ისხდნენ. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ყველაფერი დაეწვათ”.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.