WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა.
გამოცემა The Verge-ის ცნობით, ახლა მომხმარებლებს საკუთარი თავისთვის შეტყობინების გაგზავნა შეუძლიათ.
როგორც ახალი ვერსიის აღწერაშია ნათქვამი, საკუთარ თავთან ჩატში შეიძლება ჩანაწერების და ბმულების შენახვა. ასევე შენახული შეტყობინებების სინქრონიზება სხვადასხვა მოწყობილობას შორის.