1825 წლის გაზაფხულზე დამწყები ლიტერატორი პროსპერ მერიმე მივიდა თავისი მეგობრის – მხატვარ ეჟენ დელეკლიუზას სახელოსნოში.
იქ ის შეიმოსა ესპანელი ქალის ტანსაცმელში, მოიხვია მანტია, ჩამოიკიდა ყელსაბამი. ასეთი დახატა იგი მხატვარმა.
მოგვიანებით ეს პორტრეტი დაბეჭდილი იყო პიესების კრებულში, რომელსაც ეწოდებოდა “კლარა გასულის თეატრი”.
კრებულის შესავალში ავტორის შესახებ ეწერა, რომ კლარა გასული ესპანელია. მან ბევრი გაჭირვება გადაიტანა. იგი მონასტერში აღკვეთეს, იქიდან გამოიქცა, მოეწყო სცენაზე და მსახიობი გახდა. მოგვიანებით თავისი ძალა დრამატურგიაში გამოსცადა.
კრებულ “კლარა გასულის თეატრის” ნამდვილი ავტორი პროსპერ მერიმე გახლდათ.
ავტორი