თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი twitter – ზე ავრცელებს.
როგორც სეისმოლოგიური ცენტრი წერს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 25 კილომეტრი. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.
მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ავტორი