ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება.
დღეს მოწმეებს შორის გამოიკითხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი გიორგი ქადარია, რომელიც ესებუას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა.
მისი მტკიცებით, ბრალდებულმა დაკავების მომენტში პოლიციას უთხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, გარკვეული ნაწილი კი დაკარგა.
“გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა” , – განაცხადა დეტექტივმა ბადრი ესებუას შესახებ საუბრისას.
ცნობისთვის, ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
ავტორი