ნავსადგურში გემის გადატრიალების შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ედინბურგში მოხდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს, რომ 3000 ტონიანი ხომალდი, რომელიც აშშ-ს საზღვაო ფლოტის საკუთრებაშია, 45 გრადუსიანი კუთხით არის დახრილი.
როგორც ცნობილია, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ხომალდი “პეტრელი” მშრალ ნავსაყუდელზე საყრდენიდან გამოძვრა.
როგორც ცნობილია, გემი 2020 წლიდან, პანდემიის დაწყების შემდეგ “ოპერაციული გამოწვევების” გამო გაჩერებულია. ის ეკუთვნოდა მიკროსოფტის თანდამფუძნებელ ალენს და გამოიყენებოდა ღრმა წყლებში ჩაძირული გემების და ომის დროინდელი საფლავების მოსაძებნად. ალენი 2018 წელს გარდაიცვალა და დაიბარა, რომ მისი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.