ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ლოტბარ ავთანდილ მახარაძის საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. „მინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ლოტბარს, საამაყო ჩოხატაურელს, 70 წლის იუბილე მივულოცო. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ, ბატონო ავთანდილ. კიდევ მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ”, _ დავით შარაშიძე, ჩოხატაურის მერი. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved