“არ გაატაროთ! წაიკითხეთ ბოლომდე!
აუცილებლად გააზიარეთ!
დავეხმაროთ!
გამორჩეულ ადამიანს, სამი ულამაზესი გოგონას დედას,შეუდარებელ მეუღლეს,ერთგულ მეგობარს, უნიჭიერეს პოეტს და მხატვარს: ირმა სვანიძეს ,დღეს სჭირდება ჩვენი თანადგომა. ირმას რამდენიმე წლის წინ, აღმოაჩნდა მარცხენა სარჯევე ჯირკვლის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა ,მეტასტაზებით საშვილოსნოში.რამდენიმე ოპერაციის და ძალიან ბევრი ბრძოლის შემდეგ , რაც წლებია გრძელდება ,ირმამ შეძლო და მოვიდა დღემდე. არსებობს ახალი მედიკამენტი , რომელსაც შეუძლია მას შეუჩეროს მეტასტაზები, რომლებიც წამლის მიღების გარეშე მალევე პროგრესირებს, არსებობს მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. ერთი თვის მარაგი ,რომ შეიძინოს სჭირდება თვეში 8000 ლარი,ხოლო მთელი წლის მანძილზე 48000 ლარი.მედიკამენტი უნდა სვას ყოველ დღე.სანამ დალევს მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
ირმას დედა სიმსივნით არის დაღუპული,რაც ამ ისტორიას უფრო ამძიმებს და მის სულიერ მდგომარეობაზე ,ორმაგად უარყოფითად მოქმედებს,ამას ისიც დაემატა, მამას ნერვიულობის ფონზე დაემართა ინსულტი და ეტლს არის მიჯაჭვული.
ძალიან გთხოვთ ,გავერთიანდეთ ამ კეთილი,ლაღი,ულამაზესი და უთბილესი გოგოს გადასარჩენად.ერთად ყველაფერი გამოგვივა.გთხოვთ არ დაიზაროთ თუნდაც მცირედი.მისი ჯანმრთელობის გადარჩენა უფლის და ჩვენს ხელშია მთლიანად.
მისმა ამდენმა ბრძოლამ ფუჭად არ უნდა ჩაიაროს.
ჩარიცხეთ ნებისმიერი ოდენობის თანხა ,თუნდაც მცირედი.თქვენ შეგიძლიათ ირმას გადარჩენა,მთავარია არ დაიზაროთ”, _ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
საქართველოს ბანკის ანგარიშის
N:
მიმღები ირმა სვანიძე.