ქორწილი სოფელ ძიმითში:
.
„დაქორწინებისათვის მიუხედავად ასაკისა აუცილებელია მშობლების თანხმობა და ამ წესიდან გამონაკლი ძალიან იშვიათია. მაჭანკლობა აქ ძალიან გავცელებულია. მზითვის მიცემის გარეშე ქალიშვილის გათხოვება არ შეიძლება, მზითვიდან კი 10%-ი ხალში არსებული წესისამებრ მაჭანკალს ეძლევა, რის გამოც მაჭანკლობა ბევრისათვის ძალიან მოგებიან საქმიანობად არის ქცეული.
.
იმ შემთხვევაში თუ კი მაჭანკალმა თავისი წილი არ მიიღო საქმე სასამართლო დავამდეც კი მიდის, რა დროსაც სოფლის სასამართლო საქმის სამართლიანად განხილვის შედეგად აკმაყოფილებს მოსარჩლეს.
.
თუ კი მაჭანკლობა შედეგიანი გამოდგა საქმრო დედისა და მაჭანკალის თანხლებით ქალის სანახავად მისი მშობლების სახლში მიდის. ყველაზე უფრო ხშირად კი ნახვის ადგილი არის ეკლესია ან ნებისმიერი საზოგადოების თავშეყრა.
.
თუ კი ორივე მხარე შეხვედრით კმაყოფილია, იწყება მზითვის საკითხის შეთანხმება და თუ კი თანხმობა ამ საკითხშიც მიღწეული იქნება საქმრო ნიშნავს ჯვრისწერის დღეს. ამ დღისათვის ის აკეთებს სუფრას, რომელზეც იწვევს ცეკვისა და სიმღერის მცოდნე ახლგაზდებს, ამასთანავე წვეულებს უნდა შეეძლოთ ასეთი დღისათვის სათანადო მოქცევაც. სტუმრები დალევის შემდეგ მოასხდებიან ცხენებს და მიდიან პატარძალის მშობლების სახლში.
.
ჯვრისწერა უნდა მოხდეს იმ ეკლესიაში, რომლის მრევლიცაა პატარძალის ოჯახი. ქორწინების წესის შესრულების შემდეგ ახალგაზრდა სტუმრები მიდიან სიმამრის სახლში, რომლის შესავლელში ახალდაქორწინებულებს ხვდება პატარძალის დედა: ის აძლევს მათ შაქრის ნატეხს, „უსურვებს ტბილ ცხოვრებას“, კოცნის და ულოცავს ახალი ცხოვრების დაწყებას. ამის შემდეგ ახლადაქორწინებულები გაივლიან სახლის შესასვლელ კარებში ჩარჭობილი გაშიშვლებული ხანჭლების ქვეშ და შედიან სახლში.
.
საქორწინო სუფრასთან ახალდაქორწინებულები სხდებიან ერთად, სიძის გვარდით ჯდება მეჯვარე, ხოლო პატარძალის გვერდით „მდადი“, ასე ეძახიან ქალს, რომელიც ჯვრისწერისას განუყრელად თან ახლავს პატარძალს.
.
მას შემდეგ რაც ყველა თავის ადგილს დაიკავებს – ქალები სუფრის ერთ მხარეს, კაცები მეორე მხარეს, მეჯვარე ძალიან ხმამაღლა დაიძახებს „მოულოცე“, რის შემდეგ ყველა სტუმარი მიდის სიძე პატარძალთან და ულოცავენ სტერეოტიპული სიტყვით „ღმერთმა მოგცეს ხანგრძლივი, ბედნიერი ცხოვრება და ჯანსაღი შთამომავლობა; ღმერთმა ერთმანეთს ისე ტბილად შეგაბეროთ, როგორც მზე და მთვარე“. ამასთანავე ყველა მათგანი სიძის ან პატარაძალის წინ მაგიდაზე დებს ფულს, რომელსაც ეწოდება „მისალოცავი“, ამ ფულს აგროვებს მეჯვარე და მდადი, შემდეგში მეჯვარე ფულს გადასცემს სიძეს, ხოლო მდადი პატარძალს.
.
სუფარსთან მყოფი „მაყრების“ პირველი რიგის გადასაწყვეტი საკითხია ტოლუმბაშის არჩევა. პირველ დღეს ტოლუმბაში წესისამებრ ირჩევა სიძის მაყრებისაგან, მეორე დღეს კი პატარძლის მაყრების შემადგენლობიდან.
.
ღვინის დალევისას სიძის მაყრები ყველანაირად ცდილობენ დაათრონ პატარძლის მაყრები, სუფრის დასრულება უნდა გადაწყვიტოს ტოლუმბაშმა და სიძის მაყრებმა. როცა ყველა წამოდგება მაყრები სიმღერით აცილებელ სიძე პატარძალს მათ ოთახში, სადაც სუფრაზე დალაგებულია სხვადასხვა ნუგბარი და ტკბილეული.
.
ამის შემდეგ მაყრებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დაბრუნდნენ სუფრასთან და გააგრძელონ ქეიფი. თუმცა უკან სუფრასთან მიბრუნებულ მაყრებს უკვე უფლება აქვთ რამდენიც უნდათ იმდენი დალიონ. ქორწილის დღე სრულდება ცეკვა-თამაშით, სიმღერით, ფანდურის, დაირის გარმონიკის და ა.შ. ხმაზე.
.
მეორე დღეს ხელახლა იწყება ღვინის დალევა, რა დროსაც როგორც უკვე ვთქვით ტოლუმბაშს ირჩევენ პატარაძლის მაყრებისაგან. სადილობის შემდეგ სტუმრები სახლში მიდიან, ხოლო სიძე 3 დღით რჩება პატარძლის ოჯახში. უფრო დიდი ხნით დარჩენა დიდ სირცხვილად ითვლება. სამი დღის შემდეგ სიძემ უნდა დატოვოს სიმამარის სახლი გარკვეული დროით, ორი ან სამი კვირის გასვლის შემდეგ კი ისევ ბრუნდება რამდენიმე დღით.
.
ქორწილიდან ოთხი ხუთი თვის შემდეგ, ზოდ შემთხვევაში კი ერთი წლის შემდეგ სიძე თავის სახლში აწყობს სუფრას, რომელზეც იწვევს სტუმრებს და აგზავნის ხალხს, რომლებსაც მოყავთ მასთან პატარძალი და მოაქვთ ყველაფერი რაც კი მას ეკუთვნის. სიძე ცდილობს მისი სუფრა უფრო უხვი და მდირული იყოს ვიდრე პატარალის ოჯახისა.
.
ბოლო პერიოდში უფრო გახშირდა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც სიძეს პირდაპირ ჯვრისწერიდან მიყავს პატარძალი სახლში, რაც რათქმაუნდა მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.“
სოციალურ ქსელში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი აქვეყნებს