გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტს” ეხმაურება, სადაც დარჩიაშვილი თავის უნგრელ კოლეგას “ნამდვილ მეგობარს” უწოდებს.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ უნგრეთის მთავრობამ გააუქმა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, არის რუსეთის დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმი.
,,ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს „ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს.
მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, გააუქმა დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ეს არის რუსეთის დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმი, რომელიც თითქმის არაფრით უჭერს მხარს უკრაინას”,– წერს კრამონი twitter -ზე.
ავტორი