https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ლუკას ამბავს იმიტომ ვყვები, რომ სხვები გადარჩნენ“

17:32; 8.04.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დედობა­ ურთულესი პროფესიაა საქართველოში, სადაც დედის ხვედრი უფრო მძიმდება, თუ შვილი შშმ პირია – დაუნის სინდრომით, აუტიზმის სპექტრით, პარანოიდული შიზოფრენიით და იმ უამრავი დაავადებით, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ასეთი დედები ოცნებობენ, რომ მათი შვილებისთვის არსებობდეს სარეაბილიტაციო სახლები… ანა მიქაძეს ყველა იცნობს, როგორც საქართველოში ყველის ისტორიის შემქმნელს, ქალს, რომელმაც სრულიად უანგაროდ, ფაქტობრივად რკინის ქალამნით, ურთულესი გზა გაიარა იმ საგანძურის შესაკრებად, რომლითაც მსოფლიოს წინაშე თავს ვიწონებთ, რომელსაც უხსოვარი დროიდან ვქმნიდით და დაუდევარი ხასიათის გამო, კინაღამ მეზობელი ქვეყნების კულტურებში­ გაგვებნა. ამჯერად რკინის ქალამნიანი ანა ახალ გზას ადგას, ახალი­ მიზნისთვის – უნდა დაეხმაროს თავის ლუკას და მსგავსი პრობლემებით დაავადებულ ახალგაზრდებს.­ გადაწყვიტა სახელმწიფო დაიყოლიოს, გამოიყოს მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებელი გახდება სარეაბილიტაციო მეურნეობის, სახელოსნოს გაკეთება, რომელიც ადამიანებს ურთულესი დაავადებების გამწვავებისგან დაიცავს. ანამ დიდი ხანია დასძლია უხერხულობა,­ რომ შვილის დაავადების შესახებ სახალხოდ არ უნდა თქვა, რომ უნდა მიჩქმალო შენი სატკივარი. ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ მიმალვა კი არა, პრობლემის სააშკარაოზე გამოტანაა გამოსავალი. ამიტომაც დღეს ანა და ლუკა ერთად იბრძვიან სხვების გადასარჩენადაც.

– მე და ჩემი შვილი დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ამ პრობლემაზე საჯაროდ ვილაპარაკებთ. მას სჯერა, რომ რაღაც მისიით მოვდივართ სამყაროში და ჩვენი მდგომარეობაც ნიშანია იმისა, რომ ვიღაცას გამოვადგეთ. ჩემი და ლუკას ამბავს იმიტომ ვყვები, რომ სხვები გადარჩნენ.

მდგომარეობა რომ გამწვავდა, მერე დავიწყე ჩემი შვილის ქცევების შესწავლა. არადა, ყველაფერი ადრეულ ასაკში იწყება. შევეცადე მეპოვა პრობლემის სათავე, რომ მივმხვდარიყავი, სად შემეშალა, სად დავაგვიანე. ზოგადად, ყველაფრის მიზეზი მისი უშაქრო დიაბეტია, რომელიც ძალიან ადრე, 5 წლის ასაკში აღმოაჩნდა. დაავადების გამო ბევრ რამეზე მოგვიწია უარის თქმამ, თუნდაც ფეხბურთზე, რომელზეც გიჟდებოდა. ერთი ცნობილი­ მწვრთნელი მთხოვდა, მაჩუქეთ ეს ბავშვი და მისგან სასწაულს გავზრდი, რადგან ის იდეალურად ხედავს მოედანს, ყველა პოზიციას და შესანიშნავად თამაშობსო. მახსოვს მისი რეაქცია, როდესაც ვუთხარი, რომ ლუკას უშაქრო დიაბეტი­ ჰქონდა და მისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებ­ოდა. უკვე გარდატეხის ასაკში, 14 წლისას, ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. დიაბეტის გამო ზრდაში­ ჩამორჩებოდა და კლასში ყველაზე დაბალი­ იყო. დაითრგუნა, ემოციებს უხეშად გამოხატავდა, განსაკუთრებით გოგონებთან… ამას ვხსნიდი, როგორც მოზარდის, გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელ ველურ ქცევას. მალე მივაგენით ძალიან კარგ გერმანულ სამკურნალო პროგრამას და ლუკას სატკივარი, ზრდაში ჩამორჩენა, წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ პრობლემა, რომელიც დროულად ვერ შევამჩნიე, ჩაიკირა და 19 წლის ასაკში ისევ იფეთქა. მანამდე დორტმუნდიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გვირჩიეს, ლუკას ხატვა დაეწყო, თავისი სამყარო შეექმნა, რაც მას დაიცავდა იმ გაორებისგან, ქუჩაში თანატოლებთან ურთიერთობისას რომ იჩენდა თავს – ლუკას ვალდორფის­ სკოლის მოწაფისა და ქუჩის ფსიქოლოგია წინააღმდეგობებს უქმნიდა, ქუჩაში უკიჟინებდნენ, რად გინდა ხატვა, მხატვრები აფრენენო… ლუკას კი უყვარდა ხატვა, ლიტერატურა. მოკლედ, ჩემს შვილში რამდენიმე სამყარო შეეჯახა ერთმანეთს და ვერ მოერია პრობლემებს. მეტი დრო უნდა დამეთმო ჩემი შვილისთვის, მეტად უნდა დავკვირვებოდი მის ქცევებს, მაგრამ არაფერი არ ვიცოდი იმ უმძიმესი დაავადების შესახებ, რომელიც თავს დაგვატყდა.

პარანოიდული შიზოფრენია

– ეს არის ჯოჯოხეთი, როგორც პაციენტისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, ახლო გარემოცვისთვის. ლუკა 19 წლის იყო, სამხატვრო აკადემიაში რომ ინციდენტი მოუხდა. დაცვას დაუპირისპირდა, რადგან სტუდბილეთი სახლში დარჩა და ამის გამო სასწავლებელში არ უშვებდნენ. გაოგნდა, ყოველდღე მხედავთ, ერთმანეთს ვესალმებით და ლექციებზე შესვლას რატომ მიკრძალავთო? დაცვა შეუვალი აღმოჩნდა და ლუკაში დაავადებამ იფეთქა… მაშინ შევამ­ჩნიეთ, რომ არ შეუძლია პატიება, აქვს აგრესია. რექტორმა მითხრა, იძულებული ვარ, თუ ასეთი აგრესიული იქნება, სამართალდამცველებს მივმართოო. არადა, შეიძლებოდა ლუკასთვის დაეყვავებინათ, დალაპარაკებოდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას ბევრი რამის სწავლა სჭირდება. მაშინ დავიწყე ზრუნვა, გამეგო საიდან მოდიოდა ჩემი შვილის პრობლემა და ექიმებმა მითხრეს იგივე, რაც მანამდე დორტმუნდელმა სპეციალისტებმა – თუ ლუკა არ გადაეშვებოდა საკუთარ საქმეში, მივიღებდი ნეგატიურ შედეგებს, ფატალურსაც კი… ლუკა სახლში ჩაიკეტა. მეტწილად იწვა, არ იცვლიდა ტანსაცმელს. ეს დეპრესიის ნიშანი იყო. გემახსოვრებათ, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ადამიანები რომ გამოყარეს, ლუკა დაძაბული უყურებდა ტელევიზორს. ნახა, როგორ ასახლებდნენ შენობიდან ეტლიან ქალს და მაშინ თქვა, წავალ ამ ქვეყნიდან და არასდროს დავბრუნდები, არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრებაო… ერთ დღეს კი გამომიცხადა, სახლი გაყიდე­ და უცხოეთში გამიშვი სასწავლებლადო.­ გავყიდე, გადავუხადე სწავლის ფული, ბრიტანულმა აკადემიამ მოუძებნა ძალიან საინტერესო კურსი და გავუშვი სასწავლებლად. ინგლისში კულტურული შოკი დაემართა. შევცდი. იმის ნაცვლად, მის ფიქრებსა და ტკივილებს დავდარაჯებოდი, გამეგო რა იწვევდა მის დეპრესიას, სადღაც გავუშვი. ლუკას იქ ძალიან გაუღრმავდა დაავადება და სამი წელი მარტო უმკლავდებოდა ფსიქიკურ შემოტევებს. მეგობარი გოგონაც ჰყავდა და ის მატყობინებდა ჩემი შვილის მდგომარეობას. ერთ დღეს ლუკა დაიკარგა­ და ოთხი თვის თავზე ვიპოვეთ… დღესაც არ ვიცით, სად გაატარა ის დრო. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გადმოაფრინეს თბილისში და აეროპორტში რომ დავხვდი, ფეხი მომეკვეთა, ჩემი მზესავით ბიჭი ლანდივით იყო…

ფსიქიატრიულში პირველად მაშინ გადავიყვანეთ, როდესაც უკვე ოჯახში გვერჩოდა. 6 თვე ვმკურნალობდით. შემდეგი 6 თვე თითქოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მკურნალობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო… ლუკას ძალიან უჭირს რეალობისა და ოცნებების გამიჯვნა. ეძებს სამყაროს გადარჩენისთვის… ხატვა მიატოვა, რადგან ქუჩური შეგონებები ჩარჩა გონებაში – მხატვრები აფრენენო. თუმცა ჩანახატებს მაინც აკეთებს. გული მწყდება, რომ ტილოზე არ გადააქვს. დროდადრო ხმები­ ესმის და წელიწადში ერთხელ მაინც გვიწევს­ კლინიკაში გადაყვანა. ბევრს ვკითხულობ, ცნობილი სამედიცინო ჟურნალებიდან ვიწერ ინფორმაციას, რომ ბევრი ვიცოდე ამ დაავადების შესახებ, რადგან ჩვენთან­ არ არსებობს სერვისი, რომლითაც მეტ ინფორმაციას მიიღებ…

სახელმწიფო მხოლოდ პრობლემის დროებით დაკონსერვებაში მეხმარება

– ცოტა ხნის წინ ლუკა ისევ გადავიყვანეთ კლინიკაში, მაგრამ ეს ძლივს შევძელი. ყველა კლინიკა მპასუხობდა, რომ ადგილი არ ჰქონდათ მსგავსი პაციენტებისთვის. ერთგან მითხრეს, ხალხი იატაკზე გვიწევსო. ვიხვეწებოდი, ჩემი `ლეჟანკით~ მოვალ-მეთქი. მერე როგორღაც მიიღეს… ვფიქრობდი, მე, მებრძოლ დედას გამიჭირდა შვილის კლინიკაში მოთავსება და წარმომიდგენია, რა დღეში არიან დედები, რომლებიც უხმოდ ეგუებიან ბედს. სამწუხაროდ, ასეთი პაციენტების მოსავლელად ჩვენი სახელმწიფო მზად არ არის. გვაქვს რამდენიმე ფსიქიატრიული კლინიკა, მაგრამ არც პრევენციული სამსახური გვაქვს და არც სარეაბილიტაციო ცენტრები. მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო გაიდლაინებით იმართება, ფაქტობრივად, პრობლემის მხოლოდ დროებით დაკონსერვებაა. იქნებ მეჩვენება, მაგრამ ჩვენთან ზედაპირულად უყურებენ ამ უზარმაზარ პრობლემას, არადა, ამ სენმა­ არ იცის ჩინიანი და უჩინო, შეძლებული და ხელმოკლე, შეიძლება ყველას კარზე დააკაკუნოს. მეუბნებიან, რომ დიდი თანხები გამოიყოფა ამ პრობლემებზე ზრუნვისთვის. სად მიდის ეს თანხები? შვილი კლინიკაში ძლივს მოვათავსე! პარანოიდული შიზოფრენია გრიპი ხომ არ არის, სახლში უმკურნალო. შინ წამლებით ვერ გათიშავ. ამიტომაც უამრავი ფაქტი გვაქვს ტრაგედიების დატრიალებისა… ამის მიზეზი კი არის ის, რომ კლინიკაში ადგილი არა აქვთ.

ჩემი მიზანია, აუცილებლად მოვიპოვო ფართობი, სამეურნეო ნაკვეთი, სადაც სარეაბილიტაციო მეურნეობას და სახელოსნოს გავაკეთებ და დავეხმარები ახალგაზრდებს, რომელთაც ჩემი ლუკასავით ფაქიზი სამყარო აქვთ და უჭირთ რეალობასთან შერიგება. სარეაბილიტაციო ცენტრში ეს ადამიანები თავის თავს იპოვიან და გადარჩებიან ჯოჯოხეთისგან, რომლისგანაც მარტო თავის დაღწევა უჭირთ.

კვირის პალიტრა

ანა მიქაძე
გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13 თებერვალი, 2026

ისრაელში ტერაქტს იტალიელი ტურისტი ემსახვერპლა - ქვეყანაში პოლიციის და სამხედროების მობილიზება გამოცხადდა

რას წერდა გურულ ქალზე ჟურნალი "მოგზაური" 1901 წელს

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო