შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მოდელ რენატა ბეგიაშვილის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც ახალგაზრდა ქალი მასზე განხორციელებულ ძალადობის შემთხვევაზე წერდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. რენატა ბეგიაშვილი ძალადობაში ადანაშაულებდა თავის ყოფილ პარტნიორს, შალვა იაშვილს და ამბობდა, რომ არ სურს პოლიციისთვის მიმართვა გამოძიების მოთხოვნით. პოლიციას აქვს ვალდებულება, გამოძიება დაიწყოს საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუკი ეს ძალადობას ან სავარაუდო დანაშაულს ეხება.
თავად კაცმა, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო, ფეისბუკზევე უარყო ძალადობის შემთხვევა, შემდეგ კი ანგარიში წაშალა.