დღეს საქართველოში მეთორმეტეკლასელებისთვის უკანასკნელად დაირეკა სკოლის ზარი. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია.
ჩოხატაურის ქუჩებში დღეს განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობა. გამვლელებს თეთრმაისურებიანი გოგო-ბიჭები ხვდებიან. მათი ჟრიამული და ხალისი გადამდებია.
გამონაკლისი არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას სკოლაა. მაღალმთიან სოფელს წელს ოთხი კურსდამთავრებული ჰყავს.
“გილოცავთ! წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!” _ წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ალექსანდრა მარი.