დღეს დილით 11 საათზე დაწყებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა , რაინდი დუმბაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა, საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის არსებულ პრობლემებს დაიწყეს საუბარი.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი როდის განახლდება საკრებულოს სხდომა.
“ქართული ოცნების” დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს.
” სანამდე ვისმინოთ თათია ნიკოლაიშვილის ტყუილები”, – აღნიშნეს სხდომას შეწყვეტამდე ოცნების დეპუტატებმა.
თათია ნიკოლაიშვილმა სხდომას დაწყებამდე თქვა, რომ როდესაც ქალაქში მიდის მშენებლობები ევროკავშირის დაფინანსებით, რატომ არ ხდება ამის აღნიშნვნა ხელისუფლების მიერ. მან დააყენა საკითხი, თუ როდის მოგვარდება დაბა ლაითურში წყლის პრობლემა.
ავტორი