ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნაჩქარევი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უკრაინისადმი განუწყვეტელი მოწოდებების ფონზე განცხადება გააკეთა.
“ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ მშვიდობა რომ იყოს ხანგრძლივი, ის სამართლიანი უნდა იყოს. მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას. მხოლოდ უკრაინას შეუძლია განსაზღვროს მისაღები პირობები”, – თქვა მან.
ნატოს ხელმძღვანელმა სტოლტენბერგმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო წარმატებები გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებებში.