ვერძი
ზოდიაქოს პირველი და ყველაზე მებრძოლი ნიშანი. ვერძს დაუღალავად სჯერა ბედნიერი მომავლის და რა სახის იმედის გაცრუებაც არ უნდა განიცადოს, ფარ-ხმალს არასოდეს დაჰყრის. ვერძს არ უყვარს წუწუნი საკუთარ პრობლემებზე და მით უმეტეს, ვერასოდეს ნახავთ მას მთხოვნელის როლში. იგი მუდმივად ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავის ამ რწმენას სხვებსაც მონდომებით უზიარებს.
ტყუპი
ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი, ერთი შეხედვით, ზედაპირული, არასტაბილური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე. თუმცა, მიუხედავად ამ ზედაპირულობისა, მათში საკმაოდ გონიერი, სხარტად მოაზროვნე და ჭკვიანი ადმიანი იმალება. ტყუპი ცოტათი ზედაპირულია, შესაბამისად, ცხოვრებასაც მარტივად უყურებს. ამიტომ ნაკლებად იშლის ნერვებს მსხვილმან-წვრილმანი პრობლემებით და მალევე ივიწყებს ნებისმიერ წყენას. აქედან გამომდინარე არიან ტყუპები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიურები.
ავტორი