საქართველოს 4 რეგიონში შემოწმებული ყველის 35 ნიმუშიდან 8 ნიმუშში დარღვევები აღმოჩნდა,_ ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უვნებლობის შემოწმება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ამისთვის დონორის დაფინასნება გვაქვს. პროექტის ფარგლებში ჩვენი რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციები გვყავს შერჩეული, რომლებიც ყველის ნიმუშებს საქართველოს 4 რეგიონში ყიდულობენ. დღეის მონაცებეით, 35 ნიმუშია შემოწმებული. დარღევევა 8 ნიმუშშია აღმოჩენილი. ყველი 3 სხვადასხვა პარამეტრზე შევამოწმეთ, ნაწილი კოლიფორმებსა და სალმონელაზე, მეორე ნაწილი კოლიფორმებსა და სტაფილოკოკზე. ყველში სხვა დარღვევებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს 3 საქართველოში გავრცელებული დამაბინძურებლებია, რაც ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობასთანაა დაკავშირებული. როგორც გითხარით, დარღვევა 8 ნიმუშში აღმოჩნდა, ზოგან არის 1, ზოგან 2 დამაბინძიურებელი. ძირითადად დაბინძურებული აღმოჩნდა მცირე მეწარმეების, ან ოჯახური მეურნეობობის მიერ წარმოებული ყველი, ქარხნული ყველი მხოლოდ 1 აღმოჩნდა დაბინძურებული”, – განაცხადა კობალაძემ.
გარდა ამისა, კობალაძემ აღნიშნა, რომ რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც სურსათის ბაზარზე არსებობს.
“რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია მცენარეული ცხიმის გამოყენებით ხდება. როდესაც რაიმე პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით იყიდება, არ შეიძლება, რომ მასში მცენარეული ცხიმი იყოს გარეული. მაგრამ, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ამას აკეთებენ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო იაფი ჯდება, წარმოებისას აღნიშნულ ხერხს მიმართავენ”,_ განაცხადა კობალაძემ.
როგორც კობალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერებციაზე აღნიშნა, ორგანიზაცია სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ რძის ნაწარმის ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე წელიწადში მხოლოდ 100 ნიმუშს ამოწმებს, რაც ზოგადი სურათის შესაქმნელად არასაკმარისია.