https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სკოლის ნაცვლად სასტუმროში გავლილი სიყმაწვილე

ამოცანა გვეკითხება _ კიდევ რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ ურეკში ბავშვებმა სასტუმროს ნაცვლად, სკოლაში იარონ?!

10:55; 20.10.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მეხუთე წელია, ამ დაბაში მცხოვრები პირველკლასელების სკოლაში პირველად წასვლის სიხარულს სასტუმროში წასვლის სიხარული ანაცვლებს; ანალოგიურად, სკოლის გამოსაშვები დღეებიც სასტუმროს შენობაში უთენდებათ აქაურ ახალგაზრდებს… ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო პროცესს, სკოლის ნაცვლად, სასტუმროს შენობაში გადიან _ 2019 წლიდან დღემდე, საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამ ხნის განმავლობაში, სამჯერ გამოაცხადა ტენდერი _ შპს “იუ თი ჯი” და შპს “აღმაშენებელი-ქუთაისი” იყო ის ორი კომპანია, რომლებმაც აქ დაგეგმილი სამუშაოების მცირედი ნაწილი შეასრულეს.

2021 წელს, შპს “აღმაშენებელი-ქუთაისმა”, ამ სკოლის მშენებლობასთან ერთად, ოთხი პროექტი მოიგო; მათ შორის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკისციხის სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების ტენდერი. როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, ამ კომპანიამ აღნიშნულ სოფელშიც ვერ მოახერხა საქმის ბოლომდე მიყვანა.

ჯერ კიდევ 2021 წელს, ურეკის საჯარო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” “აღმაშენებელი-ქუთაისის” მენეჯერს შოთა კირკიტაძეს ესაუბრა:

“ხუთი დღეა, რაც გავაფორმეთ ხელშეკრულება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან. როგორც კი დავასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, შევალთ ობიექტზე და დავიწყებთ მშენებლობას. ფაქტობრივად, ჭაობი არის იმ ადგილას, სადაც სკოლა უნდა აშენდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შენობა დროულად ავაშენოთ”, _ გვითხრა მაშინ შოთა კირკიტაძემ. ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა დაჭაობებული ადგილი სკოლის შენობისთვის ან რამდენად დეტალურად შეისწავლეს გეოლოგებმა ჭაობიან ადგილას სკოლისთვის შენობის აგების მიზანშეწონილობა…

“გურია ნიუსი” ახლაც შეეცადა ძველი მშენებლებისგან ამ კითხვებზე კომენტარის მიღებას _ კირკიტაძის ძველ და კომპანიის მითითებულ ნომერზე სამუშაო დღეს და სამუშაო საათებში დავრეკეთ. ყურმილი უცნობმა მამაკაცმა აიღო, რომელიც დაცვის თანამშრომლად გაგვეცნო, ჩვენი ტელეფონის ნომერი დაიტოვა და დაგვპირდა, გადასცემდა მას კომპანიის მენეჯერს, მაგრამ ჩვენთან დაკავშირება არავის უცდია.

ჩვენ ავუხსენით, რომ ურეკის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით ვურეკავდით, რაზეც ასე გვიპასუხა: “მაგ ობიექტზე ახალი სამშენებლო კომპანია არის შესული და ის დაასრულებს სამუშაოებს” (შეგახსენებთ, რომ ეს საუბარი დაცვის წარმომადგენელთან შედგა).

კომპანია “აღმაშენებელი-ქუთაისი” ასევე, გამარჯვებულად მოგვევლინა საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიცირებულ ნახევარმილიარდიან პროექტში, რომელიც რეგიონების მუნიციპალური ცენტრების განახლებას ისახავდა მიზნად და რომელიც უხარისხოდ, ვადების დარღვევით წლებია მიმდინარეობს. სწორედ ამის გამო, ჩვენი ინფორმაციით, კომპანია “შავ სიაში” მოხვდა. სამწუხაროდ, ჩვენს ჟურნალისტურ მოკვლევებში, არაერთხელ მოგვიწევს ამ კომპანიის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გოჩა მდინარაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ის პრობლემები, რაც ურეკის საჯარო სკოლის შენობის მშენებლობისას წარმოიშვა, ამოწურულია და სკოლის მშენებლობას ახლა უკვე მესამე კომპანია მიიყვანს ბოლომდე.

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს და მერის მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძისგან კომენტარის ჩაწერა ვთხოვეთ, თუმცა, ნიკა ბოლქვაძემ “შემოგვითვალა”, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის მიგვემართა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერი, თამარ ქარდავა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ადასტურებს, რომ მეორე კომპანიასაც შეუწყდა კონტრაქტი და ახალი ტენდერი “ქართულმა სამშენებლო ჯგუფმა” მოიგო.

ქალბატონი თამარი თავად იმყოფებოდა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების მოსანახულებლად და იქვე შედგა ჩვენი საუბარიც.

სამწუხაროდ, საჯარო მოხელეებისგან კომენტარების მიღება არც თუ ადვილია, თუმცა, ქალბატონი თამარი იშვიათი გამონაკლისი გამოდგა.

 თამარ ქარდავა: “გიდასტურებთ, რომ მესამე კომპანია შემოვიდა, შენობის მშენებლობა რომ დაასრულოს. ჩვენ ამ კომპანიასთან მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს და იმედია, იგი დაამთავრებს სამუშაოს და რამე ახალი გამოწვევები არ გვექნება კონტრაქტის ფარგლებში. პრინციპში, ეტყობა კიდევაც _ რაც დავიწყეთ სამუშაოები, შეფერხებები არ გვქონია. მცირედი საკითხები იყო შესათანხმებელი და ძალიან მალე მოხდა ყველა გადაწყვეტილების მიღება”.

ქალბატონ თამარს ვკითხეთ, თუ რა იყო პირველი ორი კომპანიისგან პირობის შეუსრულებლობის და შესაბამისად, კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზები:

“იუ თი ჯი-ს” შემთხვევაში, მხოლოდ საპროექტო სამუშაოები და მიწის მცირედი სამუშაოები შესრულდა. არა ერთი გაფრთხილება გავუგზავნეთ, მოვითხოვდით ეწარმოებინათ სამშენებლო სამუშაოები, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდა ჩვენი მხრიდან, მაგრამ ვერ აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები და შეუწყდათ კონტრაქტი. რაც შეეხება “აღმაშენებელი-ქუთაისს”, მან თავიდან დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, ორი სართული ააშენა კიდეც, მაგრამ შემდეგ, სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემები შეექმნა _ შეუწყდა რამდენიმე მიმდინარე კონტრაქტი, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი და ფიზიკურად ვერ შეძლო ამ პროექტის დასრულება. მასაც რამდენიმე გაფრთხილება მივეცით, ვთანამშრომლობდით, მაგრამ ვერ შეძლეს პროექტის გაგრძელება. ამიტომ, იძულებული გავხდით, კიდევ ერთხელ გამოგვეცხადებინა ტენდერი პროექტის დასასრულებლად”, _ აღნიშნა თამარ ქარდავამ.

“გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ ხდება ხშირად, რომ გამარჯვებული კომპანიები არღვევენ ხელშეკრულებას და ვალდებულებებს არ ასრულებენ, ქალბატონი თამარი გვპასუხობს, რომ ეს ხშირად არ ხდება:

“ხშირად არ ხდება. სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ახალი სკოლების ჭრილში, 67 სკოლის შენობის აშენებიდან, ურეკის სკოლა ერთადერთია, სადაც სამჯერ მოგვიხდა ტენდერის გამოცხადება. ფაქტია, რისკებისგან არავინაა დაზღვეული. როდესაც ტენდერს ვაცხადებთ, თუ კომპანია აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს, ხდება კონკურსის გამარჯვებული. ტენდერის გამარჯვებულის გამოცხადებამდე, ყველა კომპანია მოწმდება და დეტალურად ხდება ყველა დოკუმენტის შესწავლა. რაც შეეხება კონტრაქტის შეწყვეტას, როცა ასე ხდება, რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტი იგზავნება შესყიდვების სააგენტოში; აგრეთვე, ვუგზავნით რეკომენდაციას, ინიცირებას შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ მივმართეთ სააგენტოს, რომ ორივე კომპანია შესულიყო შავ სიაში”.

ქარდავას თქმით, პროექტის ბოლომდე შესასრულებლად, 9 700 000 ლარია გამოყოფილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს განვითარების პლატფორმის” თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მშენებელი კომპანიები კონტრაქტს არღვევენ და მათზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ:

“რაც შეეხება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ურეკის საჯარო სკოლის შენობის გაჭიანურებული მშენებლობის ფაქტის შესახებ, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ზოგადად, ნაკლებად გვხვდება ასეთი დარღვევები, ვიდრე სხვა შემსყიდველების პირობებში, თუმცა, კონკრეტული შემთხვევის შესაფასებლად, უფრო მეტი ინფორმაცია და დეტალური შესწავლაა საჭირო”, _ გვითხრა თენგიზ შერგელაშვილმა.

როგორც უკვე ვთქვით, ამ ეტაპზე, ურეკში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასტუმროს _ “ორი ძმა” შენობაში მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის, ინეზა კუნჭულიას თქმით, სკოლაში 28 პედაგოგი 305 მოსწავლეს აძლევს განათლებას.

რამდენად სრულყოფილად ხდება არასტანდარტულ, სასტუმროსთვის განკუთვნილ შენობაში სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება, ამ კითხვაზე ინეზა კუნჭულიამ გვიპასუხა:

“არა, შეფერხებების გარეშე მიდის სასწავლო პროცესი. სამივე სართული გვაქვს დაკავებული. რაც გაეწყობა იმ ფართში, ნორმალური მდგომარეობა გვაქვს და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი”.

განათლების სფეროს სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ მთავარია, როდესაც ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს კომპანია ან სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოები დაიგეგმება, დასრულების თარიღი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი; ასევე, მთავარია, ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს:

“როგორც ვიცი, საქართველოს მთავრობა აპირებს 800 სკოლის აშენებას და სრულ რეაბილიტაციას. ფაქტია, სკოლების შენობების გაუმჯობესება მართლაც საჭიროა; ზოგი სკოლის შენობა კი ისეთ მდგომარეობაშია, აუცილებელია ახალი შენობა აიგოს. ცხადია, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სკოლებისთვის 800 ახალი შენობის აგება დიდი გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს სჭირდება კარგი დაგეგმვა და საზოგადოების ფხიზელი თვალი, რასაც ქართული მედია, საბედნიეროდ, აკეთებს. პროცესი უნდა წარიმართოს სწრაფად, და არც ისე სწრაფად, რომ უხარისხო შენობები მივიღოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სასტუმროების შენობებში სწავლა არ არის კარგი, მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ სასკოლო შენობებში და ახალი შენობები უნდა აშენდეს დათქმულ ვადებში”.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ “არაერთი შენობა, რომელიც “ქართული ოცნების” დროს აშენებულა ან გარემონტებულა, უხარისხოა და ახალაშენებულ შენობაში, გახსნიდან რამდენიმე თვეში, ისე წვიმს, როგორც გარეთ”.

ოპოზიციონერი დეპუტატი მშენებლობის დასრულების ხშირად დარღვეულ თარიღზეც ამახვილებს ყურადღებას:

“ურეკის სკოლის მშენებლობის ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელმაც პირველადი სამუშაოები ჩაატარა და… წავიდა! როდესაც კომპანიის წარმომადგენლებს შევეკითხეთ, რატომ მიატოვეს პროექტის გახორციელება, გვიპასუხეს: ფინანსები იყო მწირი და ვერ მოვახერხებდით მაგ ფასად სკოლის შენობის დასრულებასო! ჯარიმა გადაიხადეს და წავიდნენ!

აქ მთავარი ისაა, რომ მრავალმილიონიან ტენდერებში ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები იმარჯვებენ. ამის ნათელი მაგალითია დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაც _ 2021 წელს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა კარ-ფანჯარა საზეიმოდ, და პირველივე დღეს აღარ დაიხურა! შარშან კი წყალი ჩადიოდა ახალაშენებულ შენობაში… არაერთი სკოლაა გურიაში, რომელიც უნდა გარემონტებულიყო ან ახალი აეშენებინათ, მაგრამ როგორც არის, ყველა კარგად ხედავს. განათლების სამინისტროს ძალიან დიდი ჩავარდა აქვს”, _ მიაჩნია ბესო ქათამაძეს.

რამდენი ხანი დაჭირდება, რომ მოსწავლეებმა ურეკში სტანდარტულ სასკოლო შენობაში ისწავლონ და არა სასტუმროში, ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია; ჯერჯერობით,”შავი სიის” ფავორიტ კომპანიებს, უშედეგოდ დახარჯულ საბიუჯეტო მილიონებთან, ფუჭად ჩავლილ დროსა და შელახულ ხარისხთან ერთად, ჩვენი შვილების ლაღ ბავშვობასაც ვწირავთ!

გიორგი გირკელიძე

ავტორი

ურეკი
გაზიარება18Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25 თებერვალი, 2026

სელენა გომესი მუსიკალური კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

უცნაური „ღალატი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო