„ნუ დაგვღალეს! კობახიძეს თავისი მილიონი პრობლემა აქვს და მიხედოს.. ხომ იძახიან, რომ 1%-იანები ვართ და თავი დაგვანებონ,“ – ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, რომლის განცხადებით, არსებობს ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტიის შექმნის გეგმა.
ბუჩუკურმა კობახიძის განცხადებას „ტყუილი“ უწოდა.
„როგორც კი საჭიროდ ჩავთვლით და გადავწყვეტთ, რომ ჩვენი გუნდის კარი სხვებისთვის გავაღოთ და ვინმე შემოგვიერთდეს, ამას საზოგადოება, პირველ რიგში, ჩვენგან გაიგებს,“ _ აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.