ავსტრიის ებრაული თემის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ღამით ვენის ცენტრალური სასაფლაოს ებრაულ ნაწილში უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს და სასაფლაოს კედელს გარედან სვასტიკები(გრაფიკული სიმბოლო) დახატეს.
ხანძარმა სასაფლაოზე საზეიმო დარბაზის ვესტიბიული დააზიანა, მიზეზ მეხანძრეები და პოლიცია იძიებს, წერს Oscar Deutsch. სოციალურ ქსელ X-ის თავის გვერდზე.
მისივე თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპის მრავალი ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებული აღნიშნავს ანტისემიტური დანაშაულების რაოდენობის ზრდას მასობრივი დემონსტრაციების ფონზე, რომლებიც გმობენ ისრაელის მიერ პალესტინური ჯგუფის ,,ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებას.
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თქვა, რომ ის გმობს ვენაში ებრაულ სასაფლაოზე თავდასხმას
“ანტისემიტიზმს ადგილი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში”, – წერს ის თავის X გვერდზე და იმედოვნებს, რომ თავდასხმაში დამნაშავეები სწრაფად დაისჯებიან
ავსტრიის სახანძრო სამსახურის სპიკერმა თქვა, რომ ხანძარი ღამით გაჩნდა და ძირითადი ნაწილი დილის 8 საათისთვის ჩაქრა, როცა მეხანძრეები გამოძახებას გამოეხმაურნენ.
ავტორი